დღეს, დილით გაირკვა, რომ უეფამ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა მრავალი წესის დარღვევის გამო.
მათ შორის ერთ-ერთი დარღვევა საქართველოს წინააღმდეგ მოხდა, როდესაც ალბანელებმა ტირანაში გამართული შეხვედრისას ჩვენს ჰიმნზე სტვენა დაიწყეს.
აღნიშნული და კიდევ რამდენიმე წესის დარღვევის გამო მეტოქეს საერთო ჯამში 41 250 ევროს გადახდა მოუწევს.