ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

“შტურმის” ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველი ნახევარმცველი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც 1997 წლიდან თამაშდება. კიტეიშვილმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველის თაოსნობით “შტურმი” გასულ წელს ავსტრიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.