სანიოლი: “მიუხედავად მარცხისა, მოედანზე ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით”

მოგეხსენებათ, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 – საათზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს ნაკრებსა და ალბანეთს შორის.

აღნიშნულ შეხვედრაში სამწუხაროდ დავმარცხდით. მარცხზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა:

“მიუხედავად მარცხისა, მოედანზე ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და უფრო მეტი მომენტიც შევქმენით, თუმცა, მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობა დაგვაკლდა. ალბანეთმა რამდენიმე მომენტი შექმნეს და გოლიც გაიტანეს.”

“დღეს განსხვავებული, უფრო შემტევი ტაქტიკით ვითამაშეთ და ვუტევდით კიდეც მეტოქეს, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და გოლი ვერ გავიტანეთ. დღევანდელ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა ამ მარცხით გულდაწყვეტილი ვარ.”

“საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე, რისი საშუალებაც მქონდა, თუმცა, ამის გამო სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების პოტენციალი აღარ გვქონდა”
 – თქვა სანიოლმა.