“შტურმის” ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ნახევარმცველი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც 1997 წლიდან თამაშდება. კიტეიშვილმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველის თაოსნობით “შტურმი” გასულ წელს ავსტრიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.